1 ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურის პირველი საბავშვო ვებგვერდის www.children.las.ge -ს პრეზენტაცია გაიმართა თბილისის მე-200 საჯარო სკოლა-პანსიონში.

 სკოლა-პანსიონის მოსწავლეები განსაკუთრებით საჭიროებენ საზოგადოების მზრუნველობას და მხარდაჭერას, მათ შორის, ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით. იურიდიული დახმარების სამსახური მზად არის, კანონის ფარგლებში, სამსახურის ყველა სერვისით უზრუნველყოს პატარა ბენეფიციარები.