4 ივნისს USAID PROLoG-ის გრანტის ფარგლებში ჩატარდა დისტანციური ტრენინგი თემაზე - ,,ბავშვის საუკეთესო ინტერესი’’.
ტრენინგს უძღვებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე - ქეთევან მესხიშვილი.
ტრენინგზე განიხილებოდა:
- ბავშვის საუკეთესო ინტერესის განსაზღვრის კრიტერიუმები, საერთაშორისო პრაქტიკა და მტკიცების ტვირთი;
- ბავშვის საუკეთესო ინტერესის განსაზღვრის პროცედურა; გარემოებები, რომლებიც ბავშვის საუკეთესო ინტერესის განსაზრვრისას მიიღება მხედველობაში;
- ბავშვის საუკეთესო ინტერესი ბავშვის თვალთახედვით;
- პატერნალისტური და ლიბერტანიალური მიდგომების უპირატესობები;
- სასამართლოს თანხმობა ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ან/და მოძრავი ნივთის განკარგვისთვის (ბავშვის საუკეთესო ინტერესის განსაზღვრა, მტკიცებულებები და მტკიცების ტვირთი, საერთაშორისო პრაქტიკა); ბავშვის ადვოკატისა და მშობლის შეხედულებების/პოზიციების წინააღმდეგობისას, ბავშვის საუკეთესო ინტერესის განსაზღვრა.
ტრენინგში მონაწილეობდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების ადვოკატები და კონსულტანტები, ასევე მოწვეული საზოგადოებრივი რეესტრის ადვოკატები. ტრენინგი წარიმართა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით.