10 ივნისს, ახმეტაში, ჩოლოყაშვილის ქ.50-ში, იურიდიული დახმარების სამსახურის რიგით 27-ე საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა.

ახმეტის მოსახლეობისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა უფასო სამართლებრივი დახმარების მიღება. ცენტრში იმუშავეს ერთი იურისტ-კონსულტანტი და ის სამართლებრივ რჩევებს გასცემს სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის: სოციალურად დაუცველთა უფლებები, საბანკო ურთიერთობები, მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, შრომითი დავები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, მხარდამჭერად დანიშვნის საკითხები და სხვა აქტუალური პრობლემები.

ოფისის გახსნის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, ახმეტის კულტურის სახლში გაიმართა შეხვედრა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის, საკრებულოს წარმომადგენლებთან და სოფლების რწმუნებულებთან.

შეხვერდაზე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ადგილობრივებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები, წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია რეგიონისთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე. მან წარადგინა ახმეტის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი ნუნუ გელდიაშვილი.

დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის 13 ბიურო და 26 საკონსულტაციო ცენტრი. აქამდე ახმეტის მოსახლეობას უფასო სამართლებრივი კონსულტაციის მიღება შეეძლო თელავის და დუისის იურიდიული დახმარების ბიუროში. 10 ივნისიდან კი იურისტ-კონსულტანტი ახმეტაშიც იმუშავებს.