ნანა ლუტიძე იურიდიული დახმარების სამსახურში 2014 წლიდან მუშაობს. 2014-2016 წლებში იგი მუშაობდა იმერეთის-ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიუროს სპეციალისტის პოზიციაზე. 2016 წლიდან 2019 წლამდე იყო იმერეთის-ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი. 2019 წლიდან მუშაობს ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის პოზიციაზე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით.

მან 2011 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 2018 წელს - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა საჯარო სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი).

ნანა ლუტიძეს გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, რომელიც ტარდება იურიდიული დახმარების სამსახურის ფარგლებში.