2021 წლის 16 ივნისს გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურის მხარდამჭერთა ჯგუფის რიგით მეთექვსმეტე შეხვედრა ონლაინ რეჟიმში. შეხვედრაზე განიხილებოდა ბავშვის განცალკევების საკითხი და არაერთგვაროვანი მიდგომა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ადვოკატები: გელა ბერაძე, მაია დარასელია, ნათია ბოჯგუა, თამარ კუპატაძე, დავით გოგუა, ელისო ბოგვეძე, მაია პაიჭაძე, სულხან კომახიძე, მაია ქათამაძე, გვანცა თურმანიძე, პავლე კაკაბაძე, ხვიჩა თავაძე და თეა ყაულაშვილი.