ცხელი ხაზი: 292 00 55
2021 წლის 4 ივლისს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სსიპ "იურიდიული დახმარების სამსახურსა" და ააიპ "ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია - საქართველოს (ELSA)" შორის.
მემორანდუმის მიზანია საერთო ინტერესებში შემავალ აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე თანამშრომლობა და ერთობლივი სასწავლო საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება. მემორანდუმის ფარგლებში ააიპ "ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციას საქართველოს (ELSA)" წევრები შეძლებენ სტაჟირების გავლას იურიდიული დახმარების სამსახურში.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი და ანალიტიკური სამმართველოს უფროსი დავით სიმონია, რომლებმაც სხვადასხვა უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს გააცნეს ინფორმაცია სამსახურის სერვისების შესახებ, ასევე გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე "ბავშვთა უფლებების დაცვა და ადვოკატირება".