ცხელი ხაზი: 292 00 55
26-27 ივლისს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე: „სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის საკითხების სამართლებრივი რეგულირება და ლგბტქი ადამიანების საჭიროებები“.
ტრენინგს უძღვებიან ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) გენდერის მკვლევარი - ეკატერინე აღდგომელაშვილი და იურისტი-ქეთი ბახტაძე.
განიხილებოდა: განსაზღვრებები; სქესი, გენდერი, სექსუალური ორიენტაცია; სექსუალური ორიენტაციის/გენდერული იდენტობის ჩამოყალიბება - არსებული თეორიების მოკლე მიმოხილვა; ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია და დეპათოლოგიზაცია; დამოკიდებულებები ჰომო/ბისექსუალი/ ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანების მიმართ; ინტერნალიზებული ჰომოფობია და თვითდესტრუქციული ქცევები; ძალადობის ფორმები სოგი-ს საფუძველზე: (ძალადობა ინტიმური პარტნიორის მხრიდან, ოჯახში ძალადობა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, დისკრიმინაცია) კვლევის შედეგების მოკლე პრეზენტაცია; დისკრიმინაციისა და ძალადობის მსხვერპლთა საჭიროებების მიმოხილვა; მსხვერპლთა მიმართვიანობა სამართლებრივი რეაგირებისთვის: სოციო-კულტურული, სამართლებრივი, ინსტიტუციური ბარიერები; WISG-ის სტრატეგიული სამართალწარმოების და ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმოხილვა.
ტრენინგი შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით „გაეროს ერთობლივი პროგრამის გენდერული თანასწორობისათვის“ (UNJP) ფარგლებში ტარდება.
საქართველოს მთავრობის N322-ე დადგენილების შესაბამისად, ტრენინგის ყველა მონაწილემ ტრენინგამდე წარმოადგინა COVID-19-ის ტესტირების უარყოთი პასუხი.