17 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი მესტიის მეორე საჯარო სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეებს შეხვდა და ბავშვთა უფლებებსა და  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე ესაუბრა.

მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები მნიშვნელოვან პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა ნაწილი გლობალური პაანდემიის გამო შეიქმნა.

რაჟდენ კუპრაშვილმა მესტიელ მოსწავლეებს წარუდგინა იურიდიული დახმარების სამსახურის საბავშვო ვებგვერდი www.children.las.ge, სადაც წარმოდგენილია მოზარდებისათვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია როგორც იურიდიულ თემებზე, ასევე, ფსიქოლოგიურ, სოციალურ საკითხებზე.ვებგვერდზე განთავსებულია ფორუმი, სადაც მოსწავლეები და მშობლები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. გარდა ამისა, მოსაწავლეებისათვის ხელმისაწვდომია მხატვრული ლიტერატურა და ფილმები.

მესტიის მეორე საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა სამართლებრივი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის - მოძრაობა „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხლმისაწვდომი“- ფარგლებში, როემლიც ხორცილედება USAID/PRoLOG-ისა და  COE-ს მხარდაჭერით.