დღეს, 22 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურს ესტუმრნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩეველი საქართველოში ლენა ოუენსი და ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების და საერთაშორისო საქმეების ოფისის წარმომადგენელი სარა რუპერტი.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა სტუმრებს გააცნო სამსახურში მიმდინარე რეფორმები, რომელიც მიზნად ისახავს უფასო სამართლებრივი დახმარების  ხარისხის გაუმჯობესებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას. მანვე წარადგინა პროექტები, რომელიც ხორციელდება მოძრაობა"ვაქციოთ კანონი ყველსათვის ხელმისაწვდომი"- ფარგლებში, მათ შორის, მოსახლეობაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიმართ ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებით.

სტუმრებმა დადებითად შეაფასეს მიმდინარე რეფორმები და სამსახურს მხარდაჭერა აღუთქვეს შემდგომი ფუნქციონირების გაუმჯობესების საქმეში. შეთანხმდნენ  მომავალი ინტენსიური თანამშრომლობის შესახებ.