23 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი და მისი მოადგილე სულხან გველესიანი ოზურგეთის, ფოთის და ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროების თანამშრომლებს შეხვდნენ.

შეხვედრებზე მიმოიხილეს სამსახურში მიმდინარე რეფორმები, ისაუბრეს იმ გამოწვევბზე, რომლის წინაშეც სამსაური დგას. ხელმძღვანელებმა მოისმინეს ადვოკატებისა და კონსულტანტების მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.