ცხელი ხაზი: 292 00 55
8 ოქტომბერს, ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი ნინო მინჯია მონაწილობდა შეხვედრაში გამყოფი ხაზის სოფელ რიყეში. შეხვედრა ორგანიზებული იყო შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ.
მასში ასევე მონაწილეობდნენ შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის, მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლები.
აღნიშნული შეხვედრის მთავარი თემა იყო „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხები“, რომელიც გაეროს შესაბამისი რეზოლუციის შესრულების ნაწილია და რამდენიმე წლიან საინფორმაციო კამპანიას მოიცავს.
ნინო მინჯიამ ისუბრა სამართლებრივი დახმარების სერვისებზე, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური ქალთა მიმართ და იჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად გასწევს, შეკრებილ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იმ თანმიმდევრული ნაბიჯების შესახებ, რასაც ძალადობის მსხვერპლმა უნდა მიმართოს. მანვე გასწია ინდივიდუალური კონსულტაციები.