ცხელი ხაზი: 292 00 55
5 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის ბიუროს თანამშრომელთა მონაწილეობით, იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა.
სასამართლო პროცესი სისხლის სამართლის საქმეს ეხებოდა, კერძოდ, დაკავებულის წამების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს, რომელმაც ტერორისტული აქტი აღკვეთა და 300-მდე ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა.
საქმეს განიხილავდნენ „ნაფიცი მსაჯულები“, რომლებიც ბათუმელი ახალგაზრდებისაგან დაკომპლექტდა. რამდენიმესაათიანი დაძაბული სასამართლო სხდომის შედეგად, წამებაში ბრალდებულს გამამტყუვნებელი განაჩენი გამოუტანეს.
იმიტირებული სასამართლო პროცესების მთავარი მიზანი მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაა და მათი მომზადება ნაფიც მსაჯულთა ეალურ სასამართლო პროცესში ჩართვისათვის.
აღნიშნული სასამართლო პროცესი ჩატარადა იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო კამპანიის „ვაქციოთ კანონი ყველასატვის ხელმისაწვდომი“ ფარგლებში. იგი მხარდაჭერილია ევროპის საბჭოს COE-ს მიერ.