2021 წლის 23-24 ოქტომბერს იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით „ადამიანის უფლებების სტანდარტის გამოყენება სისხლის სამართლის პროცესში“. 

აღნიშნული ტრენინგი ორგანიზებულია პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმების მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ პროგრამა „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის” ფარგლებში.

ტრენინგს უძღვებოდა - ევროპის საბჭოს ექსპერტი - ლევან მესხორაძე.

ტრენინგი მიმდინარეობდა კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით.