ცხელი ხაზი: 292 00 55
3 ნოემბერს, ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ჩაატარა კონფერენცია თემაზე - ბავშვთა უფლებებთან და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, რომელსაც ახალციხის იურიდიული დახმარების ბიუროს და რეგიონში მოქმედი სხვა ადვოკატები დაესწრნენ
მოწვეულმა ექსპერტმა მაია ბაქრაძემ ადვოკატებს წარუდგინა პრეზენტაცია ბავშვის საუკეთესო ინტერესის დადგენასა და ბავშვის ადვოკატის მონაწილეობაზე სასამართლო პროცესში.
კონფერენციის დასასრულს გაიმართა დისკუსია ამ საკითხების გარშემო პრაქტიკაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე.