ცხელი ხაზი: 292 00 55
22 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით, იურიდიული დახმარების სამსახურს ესტუმრა ვაშინგტონის შტატის პროკურორი დევიდ მარტინი, რომელიც ოჯახში ძალადობის სპეციალიზაციით მუშაობს.
სტუმარმა თავისი გამოცდილება და შეხედულებები თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს სპეციალურად მომზადებული პრეზენტაციის საშუალებით გაუზიარა. დევიდ მარტინის მოსაზრებით, მართლმსაჯულების პროცესის ეფექტურობის გაუმჯობესების ხელშესაწყობად საჭიროა გამოიძებნოს მსჯავრის აღსრულების ალტერნატიული ფორმები, ოჯახში ძალადობის შემთხვევაში განრიდების მექანიზმის გამოყენება განსაკუთრებით შედეგიანია.
ადვოკატებმა სტუმარს თავიანთი გამოცდილებაც გაუზიარეს და პრაქტიკული ხასიათის კითხვებზე ამომწურავი პასუხებიც მიიღეს.