2021 წლის 12-15 დეკემბერს იურიდიული დახმარების  სამსახურის ადვოკატებს  გაეროს ქᲐლთა ორგანიზაციასთან (UN WOMEN) და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისთან თანამშრომლობის შედეგად ჩაუტარდათ ტრენერთა ტრენინგი სქესობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით.   ტრენინგი მოიცავდა სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ ნაწილს, რომელᲨიც მონაწილეობას იღებდნენ, როგორც ქართველი ისე ბᲠიტანელი ტრენერები. 

ტრენინგი ჩატარდა გაეროს გენდერული თანასწორობის ერთობლივი პროგრამის (UNJP) ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ასევე ევროპის საბჭოს პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში