9 დეკემბერს, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ნათია პაჭკორია  დაესწრო არასამთავრობო ორგანიზაცია წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას "ტრავმა-ინფორმირებული პრაქტიკის დანერგვა სექსუალური ძალადობის მსხვერპლებისათვის საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში." 

წარმოდგენილი იყო ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ კვლევის შედეგები. როგორც მსხვერპლის პერსპექტივიდან, ასევე საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკაში არსებული გამოწვევების მიმართულებით. 

ღონისძიება ჩატარდა  საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ტრავმა-ინფორმირებული პრაქტიკის დანერგვა სექსუალური ძალადობის მსხვერპლებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის სისტემაში" ფარგლებში.