ალუდა ბუჩუკური იურიდიული დახმარების სამსახურში 2007 წლიდან მუშაობს. 2012 წლის ნოემბრიდან იგი ხელმძღვანელობს იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს. მანამდე კი, ამავე ბიუროში, 2007 წლიდან საადვოკატო საქმიანობას ახორციელებდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

ალუდა ბუჩუკურის საადვოკატო მოღვაწეობა მრავალ წარმატებულ საქმეს მოიცავს.

მას გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. 2016 წლიდან იგი ირიცხება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედ ჯგუფში“, რომელიც ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის ფარგლებში. ალუდა ბუჩუკურს არაერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული საჯარო სკოლებში მოსწავლე-ახალგაზრდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით.

ალუდა ბუჩუკური დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და 1 შვილი.