ცხელი ხაზი: 292 00 55
18 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და კავკასიის უნივერსიტეტის დორექტორმა კახა შენგელიამ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია კავკასიის უნივერსიტეტის სამარლის სკოლის მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტების დახმარება ხარისხიანი იურიდიული განათლების მიღებასა და თვითრეალიზებაში; ახალგაზრდა იურისტებისათვის პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, სამართლებრივი მართლშეგნების დონის ამაღლება და საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ მათთვის გამოცდილების გაზიარება.
მემორანდუმის თანახმად, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროებში და შენაბამის ცოდნას მიიღებენ.