ცხელი ხაზი: 292 00 55
ირმა ჯიმშიაშვილი იურიდიული დახმარების სამსახურში მუშაობს 2015 წლის აპრილიდან. თავდაპირველად მუშაობდა იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროში სამოქალაქო სამართლის ადვოკატად.
აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება სამართლის სხვადასხვა სფეროებში. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი, ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით. მუშაობდა თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოში სხდომის მდივნად, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინსტიტუტში, ბანკ „ტრანსკავკასიაში“, სს „საქპროექტში“ და სხვადასხვა კერძო სექტორში იურისტად. კითხულობდა ლექციებს თბილისის ეკოლოგიურ-ეკონომიკურ ინსტიტუტში სამოქალაქო სამართალში, არის პროფესორის ასისტენტი. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ პროცესში, როგორც სისხლის სამართლის, ასევე, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. გარდა ამისა,მას აქვს კერძო ადვოკატად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება საერთო სპეცილიზაციით.
ირმა ჯიმშიაშვილს გავლილი აქვს მრავალი ტრენინგი და მიღებული აქვს მრავალი სერტიფიკატი. მათ შორის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ამერიკის იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში. აქვს სერტიფიკატი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ შერჩეულია ადვოკატთა ტრენერად სანივთო სამართალში.
ირმა ჯიმშიაშვილი დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.