ცხელი ხაზი: 292 00 55
6 მაისს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი, მისი პირველი მოადგილე ნინო მელაძე და მოადგილე დავით სიმონია ევროპის საბჭოს (COE) ოფისში შეხვდნენ ევროპის საბჭოში შვედეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანა ობერგ დენბოლი და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის მენეჯერიკიმ სანდსტრომს.
შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ ევროპის საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე შტეფან სირბუ, პროექტის ოფიცერი ბაქარ ჯიქია და პროექტის თანაშემწე არჩილ ფაშალიშვილი.
განიხილეს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის ის ნაწილი, რომელიც საქართველოში უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის გამართულობას და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მუშაობის გაძლიერებას ეხება.
შვედეთის სამეფოს წარმომადგენლები დაინტერესდნენ საქართველოში როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ზოგადი სურათით, რომლის შექმნაშიც საზოგადოებრივი ადვოკატები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, ასევე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებით.
იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მათთვის საინტერესო საკითხებზე და გააცნეს უახლოეს მომავალში მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის გეგმა, რომელიც უშუალოდ ევროპის საბჭოს (COE) საქართველოს ოფისის ხელშეწყობით გაიმართება