ცხელი ხაზი: 292 00 55
სამეგრელოში გრძელდება იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო კამპანია - მოძრაობა "ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი", რომელიც მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. 20 მაისს, შეხვედრა გაიმართა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, სოციალური სამსახურების წარმომადგნელებთან და სოფლების რწმუნებულებთან.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა, სპეციალური პრეზენტაციის ფარგლებში საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ბავშვის უფლებათა კოდექსის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ. ხაზი გაესვა საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს და იმ პროექტებს, რომლიც ფარგებლშიც იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები მაღალკვალიფიციურ დახმარებას უწევენ ბენეფიციარებს.
ჩხოროწყუს მოსახლეობის დიდი ინტერესი გამოიწვია იურიდიული დახმარების სამსახურის ახალმა პროექტმა - „პარალეგალები“, რომელიც გააერთიანებს საზოგადოების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც პროფესიით იურისტები არ არიან, მაგრამ იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით გაივლიან სპეციალურ ტრენინგებს სამართლებრივ საკითხებში და ექნებათ შესაძლებლობა პირველადი იურიდიული დახმარება გაუწიონ ახლობლებს, მეზობლებს, მეგობრებს - ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც მათ ამის შესახებ მიმართავს.
ჩხოროწყუელთა ნაწილი დაინტერესდა ახალი პროექტით და შეხვედრის ბოლოს „პარალეგალთა“ რეესტრში რეგისტრაციაც გაიარეს.იურიდიულო დახმარების სამსახურის საინფორმაციო კამპანიის მხარდამჭერია ევროპის საბჭო (COE).