ცხელი ხაზი: 292 00 55
20 მაისს, მარტვილის საკრებულოს დარბაზში გამართული შეხვედრით დასულდა იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო კამპანია - მოძრაობა "ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი", რომელიც მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა, სპეციალური პრეზენტაციის ფარგლებში საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ბავშვის უფლებათა კოდექსის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ. ხაზი გაესვა საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს და იმ პროექტებს, რომლიც ფარგებლშიც იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები მაღალკვალიფიციურ დახმარებას უწევენ ბენეფიციარებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, სოციალური სამსახურების წარმომადგენლები და სოფლების რწმუნებულები.
შეკრებილი საზოგადოების ნაწილი უკვე ჩაერთო იურიდიული დახმარების სამსახურის ახალ პროექტში - „პარალეგალები“, რომელიც პირველადი იურიდიული დახმარების გამწევ, სპეციალურად გადამზადებულ არაიურისტებს გააერთიანებს. იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო კამპანიის მხარდამჭერია ევროპის საბჭო (COE).