მოძრაობა "ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი": პარალეგალების ინიციატივა და კარიერული საუბრები

იურიდიული დახმარების სამსახური (LAS) და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა (ბათუმის სამართლის უზენაესობის ჰაბის ფარგლებში) აცხადებენ კონკურსს სტუდენტებისთვის საინფორმაციო პროგრამაში მონაწილეობის შესახებ - გავხადოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი: პარალეგალების ინიციატივა და კარიერული საუბრები.

აღნიშნული ინიციატივა დაეხმარება სტუდენტებს/აჭარაში მცხოვრებ ადამიანებს, გაიღრმაონ სამართლებრივი ცოდნა (განსაკუთრებით: ქალთა ულფებების, ბავშვის უფლებების, ადამიანებით ვაჭრობის შესახებ), რათა უკეთ შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა.

ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა?

პროგრამა განკუთვნილია აჭარის რეგიონის კერძო და საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის, რომლებიც ამჟამად სწავლობენ: იურდიულ, საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების ან სხვა/შესაბამის ფაკულტეტებზე.  

პროგრამა ორი ეტაპისგან შედგება:

 

აღნიშნული აქტივობები განხორციელდება 2022 წლის ივნის-აგვისტოში. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდგომ მონაწილე სტუდენტები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით.

როგორ მიიღო მონაწილეობა?

დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ ეს ფორმა: https://forms.gle/LDFbgSUdUwXNUuSs9

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2022 წლის 12 ივნისი.  პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ:  info.rolp@ewmi.org   დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.