ცხელი ხაზი: 292 00 55
მურმან ნიკოლეიშვილი 2007 წლიდან მუშაობდა იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროში სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. 2015 წლის თებერვლიდან იგი მუშაობს იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა-მთიანეთის ბიუროში სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
მურმან ნიკოლეიშვილის მრავალწლიან პრაქტიკაში არაერთი წარმატებული საქმე დაგროვდა, როგორც ქვემო ქართლის, ასევე მცხეთა-მთიანეთის ბიუროში მუშაობისას. მათ შორის, გამამართლებელი განაჩენით და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტით დასრულებული.
მურმან ნიკოლეიშვილს გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. 2016 წლიდან იგი ირიცხება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედ ჯგუფში“, რომელიც ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის ფარგლებში.
მურმან ნიკოლეიშვილს ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით და პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
მურმან ნიკოლეიშვილი დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და 1 შვილი.