ცხელი ხაზი: 292 00 55
22 ივნისს, ჩოხატაურში, იურიდიული დახმარების დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი შეხვდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის, საკრებულოს, სოციალური სამსახურების წარმომადგენლებსა და სოფლების რწმუნებულებს.
სპეციალურ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხები, ბავშვთა უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები და სხვა უმნიშვნელოვანესი პროექტები, რაზეც იურიდიული დახმარების სამსახური მუშაობს.
ჩოხატაურელებმა აღნიშნეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უფასო სამართლებრივ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა მათი მუნიციპალიტეტისათვის, რადგან დაგროვილია არაერთი სამართლებრივი პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და დროულ რეაგირებას საჭიროებს. მათ შორისაა - მიწის რეგისტრაცია, მემკვიდრეობა და საოჯახო დავების საკითხები.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია იურიდიული დახმარების სამსახურის მობილურმა აპლიკაციამ LAS Georgia და "პარალეგალების" პროექტმა. ადგილობრივთა ნაწილი უკვე დარეგისტრირდა პირველადი იურიდიული დახმარების გაწევის მსურველთა სიაში და მალე გაივლიან ტრენინგებს, მიიღებენ სპეციალურ ცოდნას და თავადაც შეძლებენ მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას დაინტერესებული პირებისათვის