ცხელი ხაზი: 292 00 55
მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ორგანიზებული საინფორმაციო კამპანიის - მოძრაობა „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“ ფარგლებში, 20 ივლისს, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე ტრადიციული სამართალი და თანამედროვე სამართლის სისტემა -შედარებითი ანალიზი.
კონფერენციას ესწრებოდნენ სვანეთის უხუცესები, რომლებიც ტრადიციულ მართლმსაჯულებაში დღემდე მონაწილეობდნენ, ასევე ადვოკატები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ადგილობრივი ადმინისტრაციის თანამშრომლები.
კონფერენცია გახსნა ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჭეხანმა.მონაწილეებს მიესალმნენ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი.
მოხსენებები წარმოადგინეს: ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის პროფესიული უფლებების კომიტეტის თავმჯდომარემ ონისე მარგიანმა და ადვოკატთა ასოციაციის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარემ, ლევან მახარაშვილმა.
კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო დისკუსიას, რომელშიც კონფერენციის ყველა მონაწილე აქტიურად იყო ჩართული.
ღონისძიების ბოლოს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა სვანურ ტრადიციულ მართლმსაჯულებაში მონაწილე უხუცესები. ასევე დაჯილდოვდა იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მხცოვანი თანამშრომელი, მესტიის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი ავთანდილ ჯაფარიძე, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს მესტიაში უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევას.