ცხელი ხაზი: 292 00 55
17-23 ივლისს, ბათუმში, USAID/Georgia სამართლის უზენაესობის პროგრამის ბათუმის ჰაბის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტებსა და ბათუმის სამსახურის ადვოკატებს შესაძლებლობა ჰქონდათ ➡ მოქმედ მოსამართლეებთან და სამართლის ექსპერტებთან ერთად, ემსჯელათ ადამიანის უფლებების კუთხით საზოგადოებაში არსებული სამართლებრივი პრობლემების შესახებ და მიეღოთ ცოდნა სამართლებრივი პრაქტიკის შესახებ, მათ შორის, ქალთა უფლებების შეზღუდვის და ტრეფიკინგის შესახებ, რომელიც დღეს ისევ აქტუალური და განხილვის საკითხია.
შვიდი დღის განმავლობაში მიმდინარე, ტრენინგის მონაწილე კონსულტანტებსა და ადვოკატებს ყოველდღიური შეხება აქვთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობასთან. ისინი აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ მათი სამართლებრივი პრობლემების გადაწყვეტას უფასო იურიდიული კონსულტაციებისა და საადვოკატო მომსახურების გზით.