მიმდინარე წლის 27-29 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი თემაზე - წამება, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა.  აღნიშნული ტრენინგი ორგანიზებულია სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მიერ, ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით. 

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნა შემდეგი საკითხები: წამების დეფინიცია, მისი ელემენტები საერთაშრისო აქტებისა და საქართველოს კანონმდებლობის მიმოხილვა; წამება და არასათანადო მოპყრობა პოლიციის მიერ დაკავების დროს წამება და არასათანადო მოპყრობა პოლიციის მიერ შეკრება/მანიფესტაციების დროს ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებისას; წამება და არასათანადო მოპყრობა პენიტენციურ დაწესებულებებში - ძალადობა; სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფ პირთა გარდაცვალება; წამება და არასათანადო მოპყრობა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, არასათანადო მოპყრობის რისკის შემთხვევაში პირის სხვა სახელმწიფოში გადაცემის/გაძევების დაუშვებლობა.

ტრენინგს უძღვებოდნენ დარგის ექსპერტები - ლონდა თოლორაია და თამარ ზუბაშვილი.