ცხელი ხაზი: 292 00 55
მიმდინარე წლის 30 – 31 ივლისს იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - წამების აკრძალვისა და სიცოცხლის უფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები.
აღნიშნული ტრენინგი ორგანიზებულია სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მიერ, ევროკავშირის (EU) ფინანსური დახმარებით.
ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: წამების აკრძალვის საერთაშორისო სტანდარტები; სიცოცხლის უფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები; ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება სასამართლო პრაქტიკაში; წამების აკრძალვასა და სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებული გამოძიება;
ტრენინგს უძღვებოდნენ დარგის ექსპერტები - ბესარიონ ბოხაშვილი და კონსტანტინე კორკელია.