8 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი ლალი ალუდაური მონაწილეობდა მარნეულის ქალთა ოთახის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, რომელსაც მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალები დაესწრნენ - მათ შორის, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები.

კონსულტანტმა ისაუბრა სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების საკითხებზე, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმებზე, ქალთა უფლებებზე, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ძალადობის საკითხებზე, ბავშვთა უფლებების დაცვასა და სხვა მნიშვნელოვან სამართლებრივ თემებზე, რომელიც შეხვედრის მონაწილეებს აინტერესებდათ. 

ლალი ალუდაურმა რამდენიმე ბენეფიციარს პირადი კონსულტაციაც გაუწია.