იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“   ფარგლებში , 19 სექტემბერს ხულოსა და შუახევში, ხოლო 20 სექტემბერს ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში,   ჩატარდა პროექტ "პარალეგალების" (არაიურისტი პირები, რომლებიც სპეციალურად გადამზადებული არიან სხვადასხვა სამართლებრივ საკითხში და შეუძლიათ პირველადი სამართლებრივი დახმარების გაწევა) პრეზენტაცია. სამსახურის   თანამშრომლებმა,   პარალეგალებთან და  ამერიკელ  სტუმრებთან - მოსამართლე, ჯეიმს რედვაინთან, ექსპერტ ალან დალთან  და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ნილ ვაინშტაინთან ერთად გამართეს შეხვედრა მოსახლეობასთან.

პრეზენტაციას წარადგინა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ, დავით სიმონიამ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია უფასო იურიდიული სერვისებით სარგებლობისა და სამსახურის მიმდინარე პროექტების შესახებ. მონაწილეებს მიესალმა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი.

გახსნის   შემდგომ   პარალეგალებმა   წარადგინეს პრეზენტაცია   მოსახლეობისათვის   ქალთა   უფლებებისა   და   ტრეფიკინგის საკითხებზე. პროექტ " პარალეგალის"განხორციელება    განსაკუთრებით   მნიშვნელოვანია საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მართლმსაჯულებაზე თითოეული ადამიანის ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის.

შეხვედრის   დასასრულს,  სამსახურის  იურისტებმა   მოსახლეობას   გაუწიეს ინდივიდუალური   კონსულტაციები,   მათთვის   საინტერესო   საკითხებზე. დამსწრეთა  შორის  იყვნენ  პირები,  რომლებიც  სოფლებიდან   ჩამოვიდნენ სხვადასხვა საკითხზე ინფორმაციის მისაღებად. შეხვედრების ფარგლებში ხდება ასევე რეგიონებისათვის აქტუალურ საკითხებზე და   საჭიეროებებზე   ინფორმაციის   შეგროვება,   რასთან   დაკავშირებითაც სამსახური   შემდგომ  გამართავს   კონსულტაციებს   სხვადასხვა   უწყებებთან   და საქართველოს პარლამენტთან. ასევე დარეგისტრისტირდნენ "პარალეგალობის" მსურველი პირები. 

იურიდიული დახმარების სამსახურიმადლობას უხდის  USAID  სამართლის  უზენაესობის  პროგრამას,  პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის