ცხელი ხაზი: 292 00 55
23 სექტემბერს, USAID/Georgia სამართლის უზენაესობის პროგრამამ იურიდიული დახმარების სამსახურს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია და გადმოსცა უმნიშვნელოვანესი ტექნიკური მოწყობილობები - საკომუნიკაციო კარადები, ქსელის აღჭურვილობა, აპარატურა, ელექტრონული საქმისწარმოების (CASE BANK) სერვერი.
ამ ტექნიკის საშუალებით უზრუნველყოფილი იქნება სამსახურის ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების ტექნიკურად გამართული მუშაობა, მნიშვნელოვნად გაიოლდება არქივისა და საძიებო სისტემის მუშაობა.
იურიდიული დახმარების სამსახური უღრმეს მადლობას უხდის USAID უზენაესობის პროგრამას განსაკუთრებული მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.