ცხელი ხაზი: 292 00 55
30 სექტემბერს, გორის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი გიგა ჯეირანაშვილი და კონსულტანტი ნინო მასურაშვილი მონაწილეობდნენ კასპის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფელ კოდისწყაროში ჩატარებულ შეხვედრაში, რომელიც ორგანიზებული იყო შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების" ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" განხორციელებისთვის ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში.
იურისტებმა მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმებზე, სამსახურის სერვისებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქალთა მიმართ და ოჯახშიო ძალადობის საკითხებზე, ქალთა უფლებებზე.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, ასევე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის, მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლები.