ცხელი ხაზი: 292 00 55
21 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოძრაობის - „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“ - ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა სტუდენტებთან, რომელბიც გაეცნენ იურიდიული დახმარების სამსახურის პროექტს „პარალეგალი“.
პროექტი წარადგინა იურიდიული დახმარების სამსახურის მდირექორმა რაჟდენ კუპრაშვილმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სამსახურის "პარალეგალთა" რეესტრში ჩარიცხვის მსურველმა სტუდენტებმა პარალეგალთა შესარჩევი კონკურსისთვის გაიარეს რეგისტრაცია. პარალეგალებს, სამსახურის მიერ დაგეგმილი გადამზადების პროგრამის გავლის შემდეგ, შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ გასვლით საინფორმაციო შეხვედრებში, სამსახურის იურისტებთან ერთად მოსახლეობას მიაწოდონ ინფორმაცია აქტუალური სამართლებრივი თემების შესახებ და მისცენ რჩევები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
აღსანიშნავია, რომ "პარალეგალები" არიან არაიურისტი პირები, რომლებიც შესაბამისი გადამზადების პროგრამის გავლის შემდეგ, ახორციელებენ მოსახლეობისათვის პირველადი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მართლმსაჯულებაზე თითოეული ადამიანის ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის.
პროქტის მარდამჭერია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა.