25 ოქტომბერს, ონის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა თეა ჩიკვაიძემ შეხვედრები გამართა ონის მუნიციპალიტეტის სოფლების - ჟაშქვას, ონჭევის, სორბითის, პიპილეთის მოსახლეობასთან და პილპილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.

კონსულტანტმა შეკრებილ საზოგადოებას გააცნო უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისები, სამსახურის მუშაობის პრინციპები, გაესაუბრა ბავშვთა უფლებებზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, მიწის რეგისტრაციის, მემკვიდრეობის, საბანკო ვალდებულებებისა და მემკვიდრეობის შესახებ. დაინტერესებულ პირებს გაეწიათ ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაცია.

აღსანიშნავია, რომ ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციამ აქტიური მონაწილეობა მიიღო სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზებაში. ღონისძიებები ჩატარდა იურიდიული დახმარების სამსახურის პროექტის "ვაქციოთ კანონის ყველასთვის ხელმისაწვდომი" ფარგლებში.