ცხელი ხაზი: 292 00 55
იურიდიული დახმარების სამსახური, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მხარდაჭერით აგრძელებს პანელური დისკუსიების სერიას. 15 ნოემბერს გაიმართა დისკუსია თემაზე " სოციალური სამართლის გამოწვევები ქართულ კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკაში".
დისკუსიის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას მიმართეს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ირინა სეფერთელაძემ.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუს) ვიცე-რექტორმა სამეცნიერო ვლევითი მიმართულებით, სამართლის დოქტორმა, პროფესორმა ანა ფირცხალაშვილმა ისაუბრა სოციალური სახელმწიფოს პრინციპზე ხელისუფლების დანაწილების კონტექსტში; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორმა, პროფესორმა პაატა ტურავამ წარმოადგინა მოხსენება სოციალური დახმარების ქართული მოდელის შესახებ; საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის მთავარი მკვლევარი ნატო ნიაური შეეხო მინიმალური ხელფასსა და უსახლკარობის პრობლემას საქართველოში.
პანლურ დისკუსიაში უშუალოდ ჩართული იყვნენ პრაქტიკოსი ადვოკატები: მცხეთის იურიდიული დახმარების ბიუროს საზოგადოებრივმა ადვოკატმა ნათია ბერძენიშვილმა წარადგინა საკითხი: ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის, მხარდამჭერის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი რეგულაცია და სასამართლო პრაქტიკა; ხოლო თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს საზოგადოებრივმა ადვოკატმა აკაკი ლომსაძემ გაამახვილა ყურადღება საარსებო შემწეობის დანიშვნასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების შესახებ კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკაში.
თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებით, დისკუსიის ფარგლებში დაისვა უამრავი შეკითხვა, რომლებზეც ამომწურავი პასუხები იქნა გაცემული.