ცხელი ხაზი: 292 00 55
28 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ უნივერსიტეტში მოქმედი "იურიდიული კლინიკის" ფარგლებში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები გაივლიან როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების დახმარებით.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გაიმართა შეხვედრა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებთან. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ისაუბრა სამსახურის სერვისების და განხორციელებული პროექტების შესახებ. უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ გიორგი მირიანაშვილმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის მზადაა სტუდენტებთან ერთად ჩაერთოს პროექტების განხორციელებაში, მათ შორის, მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილ კამპანიებში.