30 ნოემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა შეხვედრა პარალეგალების თანამონაწილეობით. იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“-ს ფარგლებში.

შეხვედრაზე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორრი რაჟდენ კუპრაშვილი მოსწავლეებს ესაუბრა ბავშვთა უფლებების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ბულინგის და სხვადასხვა მათთვის საინტერესო საკითხზე. პარალეგალებმა მოსწავლეებს  იურიდიული დახმარების სამსხურის სერვისებსა და  მობილური აპლიკაციის - LAS Georgia-ს შესახებ მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია. შეხვედრის ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია.

როგორც ცნობილია, პროექტ "პარალეგალის" ფარგლებში, არაიურისტი პირები, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ დაგეგმილი გადამზადების პროგრამის გავლის შემდეგ, ახორციელებენ მოსახლეობისათვის პირველადი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მართლმსაჯულებაზე თითოეული ადამიანის ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის. 

სამსახური მადლობას უხდის USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას, პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის