ცხელი ხაზი: 292 00 55
იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“-ს ფარგლებში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გრძელდება მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია. მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, ქედას მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასევე პარალეგალები - არაიურისტი პირები, რომლებიც სპეციალური გადამზადების პროგრამის გავლის შემდეგ, ახორციელებენ მოსახლეობისათვის პირველადი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას.
მახუნცეთის მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია უფასო იურიდიული სერვისებით სარგებლობისა და სამსახურის მიმდინარე პროექტების შესახებ. პარალეგალებმა ისაუბრეს ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ ისეთი საკითხებზე, როგორიცაა: მემკვიდრეობის მიღება, განქორწინება, დამცავი და შემაკავებელი ორდერი.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და პარალეგალებმა ამომწურავი პასუხები გასცეს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დასმულ სამართლებრივ შეკითხვებს.