ცხელი ხაზი: 292 00 55
2 დეკემბერს, პარალეგალებთან ერთად, შეხვედრა გაიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან.
ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა იამზე ზანდარაძემ გენდერულ საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია უფასო იურიდიული სერვისებით სარგებლობისა და სამსახურის მიმდინარე პროექტების შესახებ. ხოლო, პარალეგალებმა ისაუბრეს ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ ისეთი საკითხებზე, როგორიცაა: მემკვიდრეობის მიღება, განქორწინება, შრომითი უფლებები, დამცავი და შემაკავებელი ორდერი.
აღსანიშნავია, რომ პროექტ "პარალეგალის" ფარგლებში, არაიურისტი პირები, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ დაგეგმილი გადამზადების პროგრამის გავლის შემდეგ, ახორციელებენ მოსახლეობისათვის პირველადი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მართლმსაჯულებაზე თითოეული ადამიანის ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის.