ცხელი ხაზი: 292 00 55
28 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ნინო მელაძე და ადვოკატი თეა ყაულაშვილი ესწრებოდნენ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის UNHCR მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიას თემაზე „ტენდენციები და გამოწვევები საქართველოს თავშესაფრის სისტემაში“.
ნინო მელაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია „იურიდიული დახმარების სამსახურის სტრატეგია თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით“. დისკუსიის მეორე ნაწილი დაეთმო თავშესაფრის მაძიებელთა სამართლებრივი პრობლემების განხილვას, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, შსს მიგრაციის დეპარტამენტის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს. აღინიშნა, რომ დისკუსიები თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე სამომავლოდაც გაგრძელდება.