ცხელი ხაზი: 292 00 55
29 ნოემბერს ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები ადვოკატები დავით გოგუა, მაია დარასელია და კონსულტანტი სალომე ჯანჯღავა შეხვდნენ ქ. ფოთის გიორგი ჭყონდიდლის სახელობის #7 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, შეხვედრა განხორციელდა აღნიშნული სკოლის ადმინისტრაციიდან მომართვის საფუძველზე, რომლის მიზანი იყო მონაწილეობა ბავშვთა ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიაში „არა ბავშვთა ძალადობას! ძალა უფლებას!“.
ფოთის ბიუროს ადვოკატმა დავით გოგუამ წარადგინა პრეზენტაცია ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიაში.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც ფოთის ბიუროს თანამშრომლები, ასევე ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენლები. ადვოკატებმა ბავშვებისა და უფროსების შეკითხვებს უპასუხეს.