ცხელი ხაზი: 292 00 55
ლიანა ჭუნიაშვილი იურიდიული დახმარების სამსახურში 2007 წლიდან მუშაობს. 2008 წლამდე ლიანა ჭუნიაშვილი კახეთის იურიდიული დახმარების ბიუროში საერთო სპეციალიზაციით სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა. 2008 წლიდან 2016 წლამდე იგი ხელმძღვანელობდა იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს, რომელიც მოიცავდა კახეთის 8 მუნიციპალიტეტს. ხოლო 2016 წლის მაისიდან იგი ხელმძღვანელობს იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს, რომელიც მოიცავს კახეთის 5 მუნიციპალიტეტს.
იურიდიული დახმარების სამასახურში მუშაობის პერიოდში ლიანა ჭუნიაშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული სისხლის სამართლის საქმეების განხილვაში, რომელიც დასრულდა დაცვის სასარგებლოდ, მათ შორის, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენით და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტით.
ლიანა ჭუნიაშვილს გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი.
ლიანა ჭუნიაშვილი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი მისი ფუნქციონირების დაწყების დღიდან. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შექმნამდე იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი. მას აქვს საადვოკატო საქმიანობის მრავალი წლის გამოცდილება, როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების დარგში.