8 დეკემბერს ქუთაისის  იურიდიული დახმარების ბიუროს ესტუმრნენ ბიუროში აშშ-ს საელჩოს INL-ის ოფისის დირექტორი სარა რუპერტი და საელჩოს თანამშრომელი ეკატერინე ფოფხაძე, რომელიც რამდენიმე წლის წინ იურიდიული დახმარების საბჭოს ხელმძღვანელობდა.

სტუმრები გაეცნენ ბიუროს თანამშრომლებს,  შეხვედრაზე მიმოიხილეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების წინაშე მდგარი  საკითხები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც რეგიონებში მოღვაწე საზოგადოებრივი ადვოკატები დგანან.