10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის მიღების დღეს, პროექტის "ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომის" ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელზეც სამოქალაქო სამართლის საქმე განიხილებოდა. პროცესში ჩართული იყვნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ხათუნა ბოლქვაძე და გულიკო კაჟაშვილი, ასევე, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ექსპერტი, ამერიკელი მოსამართლე ჯეიმს რედვაინი, ხოლო ვერდიქტის გამოტანის პრიორიტეტი, როგორც ნაფიც მსაჯულებს, მინიჭებული ჰქონდათ პარალეგალებს - ბათუმელ სტუდენტებს, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგები სამართლებრივ საკითხებში და შეუძლიათ პირველადი იურიდიული დახმარების გაწევა.

მხარეებს წარმოადგენდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები ნატო ირემაძე და აკაკი ლომსაძე, ასევე, ა(ა)იპ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის იურისტი სოფიო მენაბდიშვილი.

პროცესის ბოლოს პარალეგალები ორ ჯგუფად გაიყვნენ და გაიმართა დისკუსია ვერდიქტის გამოტანასთან დაკავშირებით. 
ღონისძიების ბოლოს პარალეგალებს გადაეცათ სპეციალური სერტიფიკატები.