10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, ხელვაჩაურის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა შეხვედრა ადგილობრივ ახალგაზრდებთან შეხვედრა უძღვებოდა ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელი იამზე ზანდარაძე, რომელმაც წარადგინა პრეზენტაცია   "ადამიანის უფლებები და დემოკრატია", იგი მოიცავდა არაერთ სამართლებრივ თემას, მათ შორის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ საკითხებს, რომელთან დაკავშირებული  გლობალური კამპანიაც, რომელიც 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს დასრულდა. 

ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 25 ახალგაზრდა დაესწრო.