ცხელი ხაზი: 292 00 55
23 დეკემბერს, გორის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტი ნინო მასურაშვილი, კონფლიქტისპირა ზონის სოფელ ქერეს საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა.
კონსულტანტი შეკრებილ საზოგადოებას ესაუბრა როგორც იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების, ასევე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ქალების უფლებებზე, ბავშვის უფლებების დაცვის კოდექსსა და კონვენციაზე.
აუდიტორიის მხრიდან დაისვა შეკითხვები უძრავი ქონების განკარგვაზე, ოჯახში ძალადობაზე, საოჯახო დავებზე, მემკვიდრეობაზე და სამისდღეშიო რჩენაზე. ნინო მასურაშვილმა გასწია ინდივიდუალური კონსულტაციები.
შეხვედრა გაიმართა გაეროს რეზოლუციით გათვალისწინებული, "ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" სამთავრობო გეგმის ფარგლებში.