ცხელი ხაზი: 292 00 55
29 დეკემბერს, ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი რომან კეიდია და კონსულტანტი ნინო მინჯია, აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ.
იურისტები შეკრებილ საზოგადოებას ესაუბრნენ როგორც იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების, ასევე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ქალების უფლებებზე, ბავშვის უფლებების დაცვის კოდექსსა და კონვენციაზე.
შეხვედრა გაიმართა გაეროს რეზოლუციით გათვალისწინებული, "ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" სამთავრობო გეგმის ფარგლებში.