იურიდიული დახმარების საბჭოს 2023 წლის 8 მარტის გადაწყვეტილებით, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე არჩეულ იქნა დავით სიმონია.

დავით სიმონია, მანამდე იკავებდა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილის პოზიციას, 2019-2022 წლებში კი ამავე ორგანიზაციის ანალიტიკურ სამმართველოს ხელმძღვანელობდა.

იგი მოღვაწეობდა სხვადასხვა საჯარო უწყებაში იურისტად, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.დავით სიმონიამ, 2011 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სადაც მას მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 2019 წელს მაგისტრის ხარისხი. დღეის მდგომარეობით იგი ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტია.